ევროპას ქარიშხალი „კიარა“ დაატყდა თავს

ევროპის ჩრდილოეთ ნაწილს ქარიშხალი „კიარა“ დაატყდა თავს. მედიის ინფომაციით, გაერთიანებულ სამეფოში მეტეოროლოგიურმა ოფისმა ქარიშხლისგან გამოწვეულ ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო 200-ზე მეტი გაფრთხილება გაავრცელა. წაქცეულია ხეები და ელექტოსადენები, 30,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარის სიჩქარემ ჩრდილოეთ უელსში 150 კმ/სთ-ს მიაღწია. შოტლანდიაში კი სახურავის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული.

გაუქმდა ავიარეისები, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. დახურული დოვერის პორტი.

საშტორმო გაფრთხილება გაავრცელა გერმანიამაც, სადაც, ზოგიერთ რეგიონში, ქარის სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს.

სტიქიის გამო, დიუსელდორფის, ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში ასეულობით რეისი გაუქმდა. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, ავიარეისები დაუქმდა ბრიუსელის აეროპორტშიც, ბელგიაში.

ქარიშხალ „კიარას“ ებრძვიან საფრანგეთში, ირნალდიაში, დანიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაშიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა