ჩინეთის საელჩო საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას გამართავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით 10 თებერვალს პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენცია საქართველოში ჩინეთის საელჩოში 15:00 საათზეა დანიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოდან აცნობეს, მედიას ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ელჩი საქართველოში, ლი იანი მიაწვდის.

პრესკონფერენციაზე ლი იანი ჩინეთში შექმნილი ვითარების, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრებს და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთის საელჩო საქართველოში პრესკონფერენციას გამართავს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს