პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 თებერვალს, 3 თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზია "რედბერში" და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 780 ლარის ღირებულების ვერცხლის სამკაულებს, რის შემდეგაც ოთხივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ზ.ს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ამავე საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირებულია სამივე თანამზრახველი, რომელთა მიმართ დამატებით მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

1984 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ ზ.ს.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო