მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადადო. მოსამართლის განცხადებით, პროცესი ავთანდილ წერეთლის გარეშე ვერ გაგრძელდება. სხდომა 25 თებერვლამდე გადაიდო.

შესაბამისი შუამდგომლობა დაცვის მხარემ, ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა დააყენა და პროცესზე წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი წარადგინა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ავთანდილ წერეთელი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და პროცესის გადადებაც ამ მიზნით სურს. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს