დიმიტრი ხუნდაძე გიგი უგულავას საქმეზე - პოლიტიკა არავისთვის იმუნიტეტი არ არის

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებთან გიგი უგულავას საქმეს გამოეხმაურა და დასძინა, რომ პოლიტიკა არავისთვის იმუნიტეტი არ არის. "კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც პოლიტიკურ ფიგურას ეხება, მიუხედავად იმისა, მას დანაშაული აქვს თუ არა, ისე უდგება და ფუთავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკა არავისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ მან გადაცდომა ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არავინ მოსთხოვოს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა", -განაცხადა ხუნდაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უჩნდება თუ არა მას კითხვის ნიშნები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ საქმის განხილვა არ მიმდინარეობდა, თუნდაც უზენაეს სასამართლოში, ხუნდაძემ ასე უპასუხა: "დეტალებზე ინფორმირებული არ ვარ. როგორც ვიცი, უგულავამ ერთ ნაწილში სასჯელიც მოიხადა. მეორე ნაწილში არსებობს კიდევ კითხვები. პროცედურა ასეთია, რომ გამოძიება წარიმართა და საქმე სასამართლოზე წარდგა, ამიტომ სასამართლოს განხილვას დაველოდოთ".

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო