ოთარ კახიძე - კონფიგურაცია 130/20-ზე ან 135/15-ზე ოპოზიციაში განხილვის აქტიურ ფაზაშია

130-20-ზე, 135-15-ზე სისტემა ან მსგავსი კონფიგურაციები ოპოზიციაში აქტიური განხილვის ფაზაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის განმარტებით, ოპოზიცია კომპრომისულ წინადადებებს ამზადებს.

„ოპოზიცია გაერთიანებული ვართ ფუძემდებლური პრინციპის გარშემო, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობა, ანუ რა მხარდაჭერაც ექნება პოლიტიკურ ძალას, იმის შესაბამისი რაოდენობა უნდა ჰყავდეს დეპუტატების პარლამენტში. მმართველი გუნდი გვთავაზობს ისეთ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით მოიპოვოს უმრავლესობა პარტიამ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 - დან 7 ადამიანი როცა მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას, მან მართოს ქვეყანა, რაც არის მიუღებელი. ჩვენ რა თქმა უნდა, ვამზადებთ კომპრომისულ წინადადებებს, ერთ-ერთი იყო „გერმანული მოდელი“ და ის კვლავ რჩება. ასევე შევთავაზებთ სხვა ვარიანტებსაც, ოღონდ ამ პრინციპის გათვალისწინებით, რომ ახლოს მაინც უნდა იყოს პოლიტიკური ძალა იმ მანდატთან, რომელიც ქვეყნის მართვის უფლებას იძლევა, ეს შეიძლება იყოს 45-50% თან ახლოს მყოფი მხარდაჭერა. ამიტომ 130-20- ზე თუ 135-15-ზე სისტემა ან მსგავსი კონფიგურაციები არის აქტიურ განხილვის ფაზაში ოპოზიციაში და დანარჩენს საზოგადოება გაიგებს შეხვედრის მერე,“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს