„m2 დეველოპმენტი“ 30 000-ლარიან ფასდაკლების აქციას აცხადებს

10 თებერვლიდან „m2 დეველოპმენტი“ თავის ახალ პროექტში უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას იწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ კომპანია „m2“-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აქცია ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისის გახსნას უკავშირდება და თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს. ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე.

„m2-ის მომავალ მობინადრეებს უნიკალური შანსი აქვთ, დიდი ფასდაკლებით შეიძინონ ბინა სრულიად ინოვაციურ ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ და 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე უბანში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსგავსი მასშტაბის აქცია პირველია და აღარ განმეორდება.

აღნიშნული აქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ყაზბეგის #15-სა და წერეთლის #118-ში მდებარე გაყიდვების ოფისებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო