ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ამ კუთხით ვითარება შემაშფოთებელია და პარლამენტში ერთი წლის წინ მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვა ჯერაც არ არის დაწყებული.

„საქართველოში ვითარება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობასთან დაკავშირებით მრავალმხრივ შემარწუნებელი და დამაფიქრებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ წელს, 100-ზე მეტ ადამიანს ამხელს სექსუალურ დანაშაულში არასრულწლოვნებთან მიმართებაში. ეს არის ძალიან დიდი ციფრი. თუმცა ამავე დროს საქართველოს პარლამენტი აბსოლუტურად ინერტულია და, როგორც არაერთხელ გვითქვამს, პარლამენტის წევრები, ფაქტია, საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უფრო დარდობენ, ვიდრე მწვავე საკითხების გადაჭრაზე. ერთი წლის წინ და ახლა მართლა წლისთავი უნდა გადავუხადოთ ამ კანონპროექტს, შსს-ს პარლამენტში შეტანილი აქვს ცვლილებათა პაკეტი ამ თემასთან მიმართებაში, არასრულწლოვნებთან მიმართ სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებით. ცვლილებათა პაკეტი, რომლის ნორმების დიდ ნაწილს მე მხარს ვუჭერ, სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სხვათა შორის, ზოგ დანაშაულთან მიმართებაში სასჯელი აბსოლუტურად მსუბუქია თუ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკას შევადარებთ. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი ითვალისწინებს შემოწმების ზომებს და აკრძალვას, რომ ამ დანაშაულში მხილებული ადამიანები რაიმე ფორმით მუშაობდნენ ბავშვებთან და ესეც სწორია“,-აღნიშნავს ანა დოლიძე.

მისივე განმარტებით, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების სანქცია დღეს ითალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით, სინამდვილეში კი ყველა ფსიქოლოგი დაადასტურებს იმას, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ბავშვის ამ ფსიქოლოგიური ტრავმიდან გამოყვანა ურთულესია.

„მიუხედავად იმისა, რომ 1 წლის წინ მთავრობამ ეს კანონპროექტი პარლამენტში შეიტანა, პარლამენტში ამ კანონპროექტს დღემდე მსვლელობა არ ჰქონია. არც კომიტეტის სხდომები, არც მოსმენები, არც კომიტეტის დასკვნები. ამ დროს შსს ძველი კანონმდებლობით აგრძელებს მუშაობას და ციფრები დამთრგუნველია. რაშია, საქმე, საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას არ აინტერესებს რეალური გამოწვევები, მაგალითად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუსტი წევრების დაცვა. მე დღეს მოგმართავთ თქვენ, რომ პარლამენტმა დაიწყოს განხილვა და მსჯელობა ამ პრობლემასთან და მის გადაჭრების გზებთან მიმართებაში“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ