გურამ მაჭარაშვილი - კომპრომისი არის ორმხრივი, არ შეიძლება მხოლოდ ერთმა მხარემ დათმოს და თანაც დათმოს ქვეყნის სტაბილიზაციის ხარჯზე

კომპრომისი არის ორმხრივი, არ შეიძლება მხოლოდ ერთმა მხარემ დათმოს და თანაც დათმოს ქვეყნის სტაბილიზაციის ხარჯზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე.

„თუ მათ არ სურთ და როგორც ჩანს, არც სურთ არც ერთი საერჩევნო სისტემით მონაწილეობა, ეს მათი გადასაწყვეტია და ამას შეაფასებს ქართული საზოგადოება 31 ოქტომბერს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, მაჭარაშვილის თქმით, ადამ კინზინგერის განცხადებამ ოპონენტების სურვილი და მიზანი კიდევ ერთხელ გააქარწყლა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტს ირონიულად უყურებდნენ.

„ადამ კინზინგერმა ისეთი განცხადება გააკეთა, რითაც კითხვის ნიშნები მოხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე. მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი იქნება. ამერიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დადებითად უნდა შეფასდეს, ასეთია კონგრესმენების შეფასებაც. ასეთი სახის ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები იმას უზრუნველყოფს, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდება. ხშირი და სისტემატიური ვიზიტები აუცილებელია, რომ კონგრესმენებს განცდა ჰქონდეთ, საქართველო ამერიკას უყურებს, როგორც ძირითად პარტნიორს. ქვეყანა ამ კურსს არასოდეს შეცვლის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა