საქართველოს ბიზნესასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას მასპინძლობს

USAID/Georgia ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საჭიროებაზე მორგებული მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესასოციაციებისთვის პირველ სასწავლო კურსს მასპინძლობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნესასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 5- დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენერებისგან ორგანიზაციის მდგრადი განვითარების საკითხებზე. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვა, ორგანიზაციული მართვა, წევრობის სისტემები, ადვოკატირება, კომუნიკაციები და სხვა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრების ინტერესების დაცვის კუთხით. მოხარულნი ვართ, რომ BAG-USAID-ის თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. აღნიშნული კურსი საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციებისთვის ძალიან ღირებული იქნება. ვფიქრობ, საქართველოში არსებული მცირე და განსაკუთრებით სექტორული ასოციაციებისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს