ნინო წილოსანი - პოლიტიკური დევნა და უსამართლო დაპატიმრებები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დასრულდა და ის პერიოდი უკან არასდროს დაბრუნდება

ჩემი აზრით, პოლიტიკური დევნა და უსამართლო დაპატიმრებები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დასრულდა და ის პერიოდი უკან არასდროს დაბრუნდება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" წევრი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გიგი უგულავას საქმეს. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ჩნდება კითხვის ნიშნები გიგი უგულავას შესაძლო პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, წილოსანმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ეჭვის ნიშნები არ არსებობს.

„სამწუხაროდ, გიგი უგულავას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალს ნამდვილად არ ვიცნობ, ამიტომ ამ საქმეზე კომპეტენტური პოზიციის დაფიქსირება გამიჭირდება, თუმცა იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ვინმეს შემთხვევაში, თუნდაც სასამართლო ან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა შეიძლება მიკერძოებული იყოს. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორც ჩვენ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა და დარწმუნებული ვარ, თუ რეალური ეჭვის ნიშნები იქნება, ამაზე ყველა ხმამაღლა ისაუბრებს. თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი ეჭვის ნიშნები რეალურად არ არსებობს. ის ინფორმაციაც კი, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიცია აწვდის, საბოლოოდ ამ ყველაფერს ნათელი ეფინება და ისინიც რწმუნდებიან, რომ ამას რეალური საფუძველი არ აქვს. ჩემი აზრით, პოლიტიკური დევნა და უსამართლო დაპატიმრებები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დასრულდა და ის პერიოდი უკან არასდროს დაბრუნდება", - განაცხადა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს