ანეგრეთ კრამპ-კარენბაუერი, რომელიც ანგელა მერკელის მემკვიდრედ განიხილებოდა, არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტიის ხელმძღვანელი ანეგრეთ კრამპ-კარენბაუერი მომავალ წელს კანცლერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელმა განაცხადა.

კრანპ-კარენბაუერი პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობასაც ტოვებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის განიხილებოდა გერმანიის კანცლერის შემცვლელად.

მედია წერს, რომ ანგელა მერკელის პარტიას „ხელმძღვანელობის კრიზისი“ აქვს და კავშირს რეალური ლიდერი, რომელიც მერკელს შეცვლის, არ ჰყავს.

მიზეზი, თუ რამ განაპირობა ანეგრეთ კრამპ-კარენბაუერი გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო