ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, შეიმუშავეს ინიციატივა, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის საცხოვრებელი ობიექტები K2-ის მოსაკრებლის დავალიანებისგან გარკვეული პირობის სანაცვლოდ გათავისუფლდებიან

დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი ობიექტები, რომელზეც ნებართვა 2013 წლამდე იყო გაცემული, მაგრამ მშენებლობა ვერ სრულდებოდა, K2-ის მოსაკრებლის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან იმ პირობით, თუ ახალი ინვესტორი შეძლებს კონკრეტული დაუსრულებელი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტმა დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, თბილისში ასეთი 179 ობიექტია.

„ჩვენი ხელისუფლების, თბილისის მერიის მიერ, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომელიც ქაოტური განაშენიანების შეზღუდვას, მასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ასევე დაუსრულებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერა, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციების შედეგად შევიმუშავეთ ინიციატივა, რომლის მიხედვით, დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მქონე ობიექტები, რომელზეც ნებართვა 2013 წლამდე იყო გაცემული, მაგრამ მშენებლობა შეჩერდა და ვეღარ სრულდება, გავათავისუფლოთ K 2-ის მოსაკრებლის უიმედო დავალიანებისგან იმ პირობით, თუ ახალი ინვესტორი შეძლებს კონკრეტული დაუსრულებელი მშენებლობის 2025 წლამდე დასრულებას, ექსპლუატაციაში მიღებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას. ასეთი ობიექტი თბილისში არის 179, მათ უკან დგას ათასობით დაზარალებული მოქალაქე. მოგეხსენებათ, დაუსრულებელ მშენებლობებზე მოსახლეობის მხრიდან ინვესტორების მოძიება საკმაოდ რთული პროცესია. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ შეჩერებული მშენებლობებით ინვესტორები დაინტერესდნენ და გაჩერებული ობიექტების მშენებლობა დაასრულონ. ამით ერთი მხრივ, ხელი შეეწყობა დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას და მეორე, დასრულდება ის შეჩერებული მშენებლობები, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა ეხება მხოლოდ საცხოვრებელი ფუნქციის მქონე დაუსრულებელ მშენებლობებს. ეს არის გადაწყვეტილება დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად, მათი ინტერესების სასარგებლოდ და ქალაქში შეჩერებული მშენებლობის დასასრულებლად“, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს