მაია ცქიტიშვილი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მაია ცქიტიშვილმა სტუმარს ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო იმ პროგრამებს, რომელიც საქართველოში ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

„ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ამერიკის ახალ ელჩთან კელი დეგნანთან. ძალიან აქტიურად გვეხმარება შეერთებული შტატები ჩვენი პროექტების განხორციელებაში, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს USAID-ის პროექტების ფარგლებში ადგილობრივ დონეზე, დეცენტრალიზაციის განვითარების მიმართულებით, მოსახლეობის აქტივობის გაზრდის თვალსაზრისითაც. ასევე გვაქვს კარგი პროექტი და მხარდაჭერა ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. საშუალება გვქონდა ელჩისთვის გაგვეცნო ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომელიც განხორციელების პროცესშია ან დაგეგმილია და ბუნებრივია, შევთანხმდით იმაზეც, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან აქტიური. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გველოდება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სასარგებლო უწოდა და პოზიტიურად შეაფასა კელი დეგნანმა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ძალზედ ინფორმატიული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს როგორც რეგიონებს, ასევე ქალაქებს. მართლაც არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და მოუთმენლად ველოდები,რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბრით USAID-ის პროგრამებზე, როგორიცაა მაგალითად, კარგი მმართველობის ინიციატივა. ამ პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე უფრო გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით. ჩვენ უკვე ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა,“ - აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა