მამუკა მდინარაძე - არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ 144/6 ან 148/2 ვერსიებზე - ველოდებით ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ში არჩილ თალაკვაძისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეალური ინფორმაციის მიღების საფუძველზე, შემდგომ გაკეთებული განცხადებების პათოსიც შეიცვალა.

„რაც შეეხება ადამ კინზინგერის განცხადებას, ორი მთავარი მესიჯია მის განცხადებაში -მშვიდობისკენ მოწოდება და კომპრომისი. ამ ფარგლებში, ურთიერთდათმობის ფარგლებში ჩვენ 77/73-იდან გადავდგით ნაბიჯი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 100/50-ზე. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ისინი დგანან საწყის პოზიციაზე და ცდილობენ თავიანთი ულტიმატუმი გაასაღონ კომპრომისად. თუმცა, კომპრომისი და ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს.

რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ვთქვათ 144/6-ზე ან 148 /2-ზე, მე არ ვიცი ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელი პარტნიორები კიდევ ერთ ნიუანსში მოატყუონ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რამდენად განიხილება კომპრომისულ ვარიანტად ეს ვერსიები 145/ 5-ზე ან 140/10-ზე ან 135 /15 -ზე ან 148 /2-ზე, ეს მერე შეფასების საგანია და მარტივი შესაფასებელი იქნება. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელის გულზე დევს", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს