რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი გადამზადების კურსის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება

რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი გადამზადების კურსის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია და აღნიშნული სასწავლო პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის პროექტის შედეგების წარდგენა 12 თებერვალს გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) მიერ USAID -ის პროგრამა „ზრდას“ ინიციატივით და დაფინანსებით.

კურსი დაინერგა სამეგრელოს, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პარტნიორი სასწავლებლები არიან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი), საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“, პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“.

„ღონისძიებას დაესწრებიან, კურსდამთავრებულები ოთხივე რეგიონიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის წარმომადგენელი მარინა ქუთათელაძე, USAID -ის პროგრამა „ზრდას“ ხელმძღვანელი ბრაიან კინგი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი პროფესიული კოლეჯები და ტურიზმის სფეროში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციები.

ტურიზმს, როგორც საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ დარგს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეფექტურად გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აღნიშნული ინდუსტრია წარმატებით ვითარდება, შესაძლებელია ტურისტული პროდუქტის განვითარებისათვის არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ათვისება და რეგიონებში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსების მეტად იდენტიფიცირება და ეფექტიანად გამოყენება.

ამგვარად, რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების პროგრამის მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და ზრდის ხელშეწყობა ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდის მომზადებით. კურსი მიმართულია ხელი შეუწყოს ადგილებზე იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს