ნიკა მელია - 100/50 სისტემა კომიკურია და ღიმილისმომგვრელიც, ამაზე არავინ დათანხმდება

ხელისუფლებამ გადალახა პოლიტიკური რუბიკონი და აუცილებლად იწვნევს მარცხს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იქნება მაქსიმალური კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან 100/50 სისტემის შემოთავაზება კომიკური და ღიმისმომგვრელია.

მისივე განცხადებით, ხალხის დაკვეთაა პროპორციული არჩევნები ან ისეთი სისტემა, რომელიც ასახულია „გერმანულ მოდელში“.

„გასაგებია, „ქართული ოცნება“ რატომ იგონებს ახალ ტყუილებს თავის გასამართლებლად, თუმცა მათი აღარავის სჯერა. 100/50 სისტემა კომიკურია და ღიმილისმომგვრელიც, ამაზე არავინ დათანხმდება. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთმანეთზე, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ხალხთან, ხალხის დაკვეთა არის პროპორციული არჩევნები ან ისეთი სისტემა, რომელიც ასახულია ე.წ. გერმანულ მოდელში. რა საარჩევნო სისტემითაც არ უნდა მოგვიწიოს ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში შესვლა, აუცილებლად დამარცხდება ხელისუფლება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადალახა პოლიტიკური რუბიკონი და აუცილებლად იწვნევს მარცხს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იქნება მაქსიმალური კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის,” - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს