გრიგოლ ვაშაძე - არსად წავსულვარ, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები

არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში” ვრჩები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვაშაძე პარტიიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს.

“არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ? როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ვიღაცამ იცის”,- განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა