ნიკა მელია - ვერაფერს ვხედავ, რამაც შეიძლება ჩვენი ერთობა დააზიანოს, განსაკუთრებით როცა ფინიშის სწორს ვართ მილიარდერი ივანიშვილის დასამარცხებლად

ვერ ვხედავ ვერაფერს რამაც შეიძლება ჩვენი ერთობა დააზიანოს, განსაკუთრებით ამ ეტაპზე როდესაც ვართ ფინიშის სწორს მილიარდერი ივანიშვილის დასამარცხებლად, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის შიგნით არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პირადი შტაბის შექმნის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„რატომ უნდა ვეძებოთ ინტრიგა იქ, სადაც არ არის, პირველი თებერვლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით 50 საარჩევნო შტაბი გაიხსნა და კიდევ ვაპირებთ ერთი ამდენის გახსნას. ჩემი აზრით, რაც მეტი საარჩევნო შტაბი იქნება და ადგილი სადაც შეიძლება კოორდინაცია მოხდეს სხვადასხვა პარტიებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ეს მოემსახურება ხელისუფლების დამარცხებას. ვერ ვხედავ ვერაფერს რამაც შეიძლება ჩვენი ერთობა დააზიანოს, განსაკუთრებით ამ ეტაპზე როდესაც ვართ ფინიშის სწორს მილიარდერი ივანიშვილის დასამარცხებლად. ლეიბორისტული პარტიის ოფისი არის ნათელი მაგალითი თუ როგორი მაქსიმალური კოორდინაცია გვაქვს ძირითად ფუნდამენტური საკითხების გარშემო,” - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო