გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 120/30 გადანაწილების პრინციპი დიპლომატიური კორპუსის იდეა იყო და ამის განხილვა ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არ მომხდარა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პირადი შტაბი, რომელსაც სააკაშვილი ქმნის, კიდევ ერთი პლატფორმაა, რომელიც იმისთვის იბრძოლებს, რომ საქართველოს „მოაშოროს ის უმსგავსი ჯგუფი, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას”.

ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს მოაშოროს ის უმსგავსი ჯგუფი, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას და ყურებამდეა ჩაფლული კორუფციაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, რომლის თაობაზეც დღეს შეხვედრაზე მსჯელობენ, ვაშაძემ აღნიშნა, რომ 120/30 გადანაწილების პრინციპი დიპლომატიური კორპუსის იდეა იყო და ამის განხილვა ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არ მომხდარა.

„ეს ელჩების იდეა იყო, ერთხელ გაიჟღერა, კომპრომისის მოსანახად ხომ არ მოვძებნოთ რამე სხვა თანაფარდობაო. ამ იდეის განხილვა არ ყოფილა და არ შეთანხმებულა. თუ ოფიციალური შეთავაზება იქნება ან ხელისუფლებისგან ან ჩვენი ფასილიტატორებისგან, ამას განვიხილავთ. „ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა იგივეა, ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები”,- განაცხადა ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა