„საპენსიო სააგენტოში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

დღეს, „საპენსიო სააგენტოში“, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოდან“ აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ: მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკერი, ეკონომისტები კლაუს ჰელვიგი და სერგეი საკსონოვსი.

„სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე პროცესებით. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სტუმრებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და საოპერაციო ნაწილში მიმდინარე პროცესების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა მოწვეულ სტუმრებს საინვესტიციო საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის, სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხი და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის სტატუსი და დამტკიცების პროცედურები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი. ბაქარ მარუაშვილმა ყურადღება გაამახვილა, საპენსიო სააგენტოს წინაშე არსებულ პროცესების ოპტიმიზაციაზე, რისკის კონტროლის პოლიტიკის შემუშავებაზე და სამომავლო გეგმებზე“,-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია