გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და დადებითი დინამიკა განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიხეილ ჯაბაროვის შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სწრაფად ვითარდება ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები, ასევე - თანამშრომლობა ენერგეტიკული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთგაგების მაღალ დონეს, რაც ორმხრივი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები გაგრძელდება, რამდენადაც ტრანსპორტის, ტრანზიტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის საქართველოში ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს