ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ამოცანაა, ნებისმიერი სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით პროპორციულთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული და გამოირიცხოს კრიზისების მექანიზმი

დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნისა და საერთო საქმისათვის მაქსიმალურად კარგი იქნება,- ამის შესახებ, „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მინიმალური მხარდაჭერის, ან 30% -იანი მხარდაჭერის შემთხვევაში ხელისუფლების უზურპირება შეძლოს.

,,ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც რაღაც იმედები გაუჩნდათ, რომ ოპოზიცია ერთიანი აღარ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად კარგი დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნისა და საერთო საქმისათვის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით მაქსიმალურად მეტად იყოს მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან და გამოირიცხოს კრიზისების მექანიზმი. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მინიმალური მხარდაჭერის, ან 30% იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, შეძლოს ხელისუფლების უზურპირება. ვისაუბრებთ სხვადასხვა ვარიაციებზე და თუ ოდნავ მაინც უნდა ხელისუფლებას კომპრომისი, ეს მათთვის მისაღები იქნება. ხელისუფლება არც პირველი რაუნდის წინ აპირებდა რამენაირ დათმობაზე წასვლას, მაგრამ შემდეგ შემოგვთავაზა 100/50- ზე, ამიტომ თუ აკვიატებაა, რომ არ დათმოს, ეს მხოლოდ მათთვის იქნება ცუდი,” - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს