ჩინეთის ელჩი - მოვუწოდებთ საქართველოში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ვირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში

მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ვირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ლი იანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საელჩო ასევე დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„ეპიდემიის გამოჩენის შემდეგ, ჩინეთი მჭიდრო კომუნიკაციას ინარჩუნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან. ინფორმაციას აწვდის ეპიდსიტუაციისა და ჩინეთის მიერ მიღებული პრევენციული ზომების შესახებ, ეხმარება ქართულ მხარეს ყოველმხრივ გააძლიეროს პრევენციული ზომები. ჩვენი საელჩო დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ვირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში. ორი მხარის მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის წყალობით, მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა“- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა