სოფო კილაძე - სააკაშვილი ცდილობს ისრების გადატანას თავის სხვა თანაგუნდელებზე იმისთვის, რომ თვითონ გამოჩნდეს თეთრი ხელთათმანებით

ვფიქრობ, ბატონი სააკაშვილი ცდილობს ისრების გადატანას თავის სხვა თანაგუნდელებზე იმისთვის, რომ თვითონ გამოჩნდეს თეთრი ხელთათმანებით, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, მას ეს გადაბრალება არ გამოუვა.

„იმ ლაქას, ის რეჟიმი, რომლის სათავეშიც იდგა ბატონი სააკაშვილი, ვერასდროს ჩამოირეცხავს. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა შეეცადოს, რომ სხვებს გადააბრალოს ის რეჟიმი და სისასტიკეები, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი, არ გამოუვა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ვანო მერაბიშვილზე ისაუბრა.

ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია მხოლოდ იმის გამო ზის, რომ ხელი არ აიღო სინდისზე და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში.

ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“, -განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა