ჩინეთის ელჩი - საქართველოს კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ჩინეთში დარჩენა გადაწყვიტა, ისინი ენდობიან ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს

საქართველოს კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ჩინეთში დარჩენა გადაწყვიტა, ისინი ენდობიან ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ლი იანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის განმარტებით, ჩინეთის მთავრობა ყოველთვის ზრუნავს ჩინეთში მყოფი უცხო ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მზადაა საერთაშორისო პრაქტიკის და ეპიდემიის განვითარების შესაბამისად, საჭირო დახმარება აღმოუჩინოს მათ.

„ხუპეის პროვინციის ქალაქ უხანში მცხოვრებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ საქართველოში დაბრუნება არჩია, ჩინეთი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას და მათ შესაბამისი დახმარებაც გაუწია. საქართველოს კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ კი ჩინეთში დარჩენა გადაწყვიტა, ისინი ენდობიან ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს და სჯერათ, რომ ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარება. ჩინეთი გააგრძელებს ახლო კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან ჩინეთში და აქტიურ დახმარებას გაუწევს ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე ჩამოაყალიბა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი, რათა მჭიდრო კონტაქტი შეინარჩუნოს ჩინეთში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან და საკონსულოებთან. დროულად მიაწოდოს მათ ინფორმაცია ეპიდემიასთან და ჩინეთის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით.

„ეროვნული საიმიგრაციო ბიურო და ადგილობრივი ხელისუფლება ჩინეთში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობენ უცხოენოვან მომსახურებას, ცხელი ხაზისა და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით დროულად პასუხობენ სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს. უზრუნველყოფილია ჩინეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვეული ცხოვრება“,- განაცხადა ჩინეთის ელჩმა ლი იანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა