ირაკლი შოთაძის საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში უახლოეს მომავალში გაიმართება

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა უკვე პარლამენტს წარუდგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს გადაეცა. ირაკლი შოთაძის საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შემდეგ კი საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა