რამაზ ნიკოლაიშვილმა  აზერბაიჯანში, ბაქოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ნიკოლაიშვილმა აზებაიჯანში, ბაქოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, PABEC-ის სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მიმდინარეობის გარემოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისი) რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 9 თებერვალს გაიმართა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატების დიდი ნაწილი – 125 მანდატიდან 65 მოიპოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა