ნუგზარ წიკლაური  გიგი უგულავას საქმეზე -  სრულიად ცხადია, რომ პოლიტიკური დევნაა  და  პირდაპირ დაკავშირებულია  არჩევნებთან, რომელიც გვიახლოვდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

„სრულიად ცხადია, რომ პოლიტიკური დევნაა ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ არჩევნებთან, რომელიც ახლა გვიახლოვდება. ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველაზე აქტიური ფიგურები გამოაცალოს ოპოზიციას. ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა, პოლიტიკური პარტიების დაშინების მცდელობა, მთელი ქართული საზოგადოების დაშინების მცდელობა, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მთელს ქვეყანას ვერ დაიჭერს ეს ყვარყვარე თუთაბერი, ეს არამზადა. გიგი უგულავას დაპატიმრება ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ დაპატიმრებული გიგი უგულავას სახელითაც აუცილებლად გაგრძელდება ბრძოლა. ეს ბრძოლა საბოლოოდ მაინც მივა გამარჯვებამდე“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა