მამუკა მდინარაძე - დიდი მადლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ისინი ჩვენს უალტერნატივო გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებულები არიან

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის 130/20-ზე პრინციპით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ წინადადებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ შეთავაზებით ოპოზიცია „ქართული ოცნების" მაღალ რეიტინგს აღიარებს.

„როგორც ჩანს, იმოქმედა ამ დღეებში ჩვენ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ მათ კომპრომისული ვარიანტი არ ჰქონდათ შემოთავაზებული და ახლა უკვე გაახმოვანეს ვერსია, რომელიც ნიშნავს კომპრომისს კომპრომისისთვის. ეს პირადად ჩემი აზრია იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ გუნდში ამის შესახებ არ გვისაუბრია. დიდი მადლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ისინი ჩვენს უალტერნატივო გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებულები არიან იმიტომ, რომ რა იციან წინასწარ დავუშვათ 20-დან თუ 27-დან ყველა მაჟორიტარულს მოვიგებთ აუცილებლად თუ არა. ეს ნიშნავს, რომ ისინი უპირობოდ აღიარებენ ჩვენს მაღალ რეიტინგს. არ ვიცი, შეიძლება ხუმრობის დონემდეც დავიდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თერჯოლა, ტყიბული, ხარაგაული, ბაღდათი, ვანი, ხონი, საჩხერე, ჭიათურა, აქ მაჟორიტარი ვინ იქნება დაასახელონ. დაახლოებით ასეთი კონფიგურაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულად ვისაუბრებთ 130/20-ზე პრინციპით საარჩევნო სისტემაზე. ვფიქრობ, რომ სერიოზული მსჯელობა ცოტა გაგვიჭირდება. რუკას რომ დავხედოთ, როგორი ოლქები იქნება, უკვე თვითონაც მიხვდებიან, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ ჩვენს შემხვედრ პოზიციას ჩაებღაუჭონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინიც კომპრომისულ ვერსიას გვთავაზობენ", - აღნიშნავს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა