გრიგოლ ვაშაძე - აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში

აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, უგულავას ციხეში ჩასმა ოპოზიციისთვის სტიმული უნდა იყოს, რომ ერთ მაგიდასთან დასხდნენ და მოქმედების ერთიანი გეგმა შეიმუშავონ.

„მაშინ, როდესაც ოპოზიცია აქ შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა, რა პრინციპი შეიძლება დაედოს საფუძვლად კომპრომისს, რომელიც შეიძლება ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა მთავრობამ, რომ „ფეხებზე გვკიდია“ ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპროპორციული არჩევნები, ჩემი ხელი არის მთავარი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ამიტომ თეზისურად გეტყვით, პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ. ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა. მეორე - ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელია. მესამე - გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა