გიგა ბოკერია - სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი

სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

ბოკერიას თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მათ შორის გიგი უგულავაც იქნებოდა.

„იმ მომენტიდან, როცა ივანიშვილმა საჯაროდ და მისთვის ჩვეული უტიფრობით თქვა, რომ მალე ბევრი პოლიტიკური ლიდერი დიდი ხნით ისევ ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა ამ სიაში მოწინავე რიგებში იქნებოდა, ობიექტური მიზეზების გამო. ამაში არ ცდებოდა ივანიშვილის რეჟიმი, რომ სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი. აი, რაშიც ის ცდება მწარედ და პერსონალურად ტრაგიკულად არის ის, რომ ამ რეპრესიით ის შეძლებს ან ამ ლიდერის პოლიტიკური პოზიციის გატეხვას, ან საზოგადოების პროტესტის ჩახშობას“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა