გურამ მაჭარაშვილი - თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არ არის ქვეყნის დასასრული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ პოლიტიკური დევნა არსებობს

თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არ არის ქვეყნის დასასრული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ პოლიტიკური დევნა არსებობს, - ასე შეაფასა გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მათ შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრონ.

„თუ გვინდა, რომ სახელმწიფო იყოს დემოკრატიული, პოლიტიკოსი იქნება, ოპოზიციონერი თუ რიგითი მოქალაქე, ყველას მიმართ უნდა იყო ერთი და იგივე მიდგომები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს, რომელიმე პირს, რიგით მოქალაქეს, პოლიტიკოსს, საჯარო მოხელეს, არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცესი. უზენაესი სასამართლო არის მართალია, ბოლო ინსტანცია, მაგრამ გვაქვს საშუალება, საერთაშორისო სასამართლოშიც მოხდეს ამის გადასინჯვა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება.

„შეიძლება მართლმსაჯულებაში რაიმე ტიპის ხარვეზები და პრეტენზიები გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქციო ეს პოლიტიკურ პროცესად.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ მოლაპარაკებები მათი მიზანი არ იყო და ეს უკვე გაცხადდა მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნა გამოცხადდა. მათი მიზანი იყო, რომ ეჩვენებინათ დესტრუქციული ქმედებები. ახლა ეს გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ კავშირში არაა პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან, გამოიყენეს მიზეზად, რომ მათ არ სურთ მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს არ მიმაჩნია, რომ არის სერიოზული არგუმენტი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს