ნინო ბურჯანაძე -  ხელისუფლება წავიდა ამ წარმოუდგენელ ნაბიჯზე, რომ მოლაპარაკება ჩაეშალა

როცა ხელისუფლება ყრუვდება, ბრმავდება, კანონს ფეხქვეშ თელავს და საკუთარ ხალხს დასცინის, მაშინ ის აკეთებს არჩევანს - სტაბილურობიდან ადამიანებს რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასადმი გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მისი შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის განცხადება, რომ საქართველოში კანონი აღარ არსებობს. ბურჯანაძის თქმით, საქართველოში აქამდე არ ყოფილა პერიოდი, რომ ადამიანს ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ორჯერ ასამართლებდნენ.

„ერთმნიშვნელოვნად მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. აბსოლუტურად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე არ მახსოვს არც ერთი პერიოდი, როდესაც ადამიანს ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ორჯერ ასამართლებდნენ. უსასტიკესი რეჟიმებიც კი იგონებდნენ რაიმე ახალს, რომლითაც ადამიანს მიუსჯიდნენ. ეს არის სამართლებრივი ნორმების დარღვევა და აბსოლუტური იგნორირება. ეს არის განცხადება, რომ საქართველოში კანონი აღარ არსებობს.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს გადაწყვეტილება შეგნებულად იქნა მიღებული იმიტომ, რომ ხელისუფლებამ იცოდა, ოპოზიციას, დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების შედეგად, ძალიან სერიოზული კონსტრუქციული წინადადებები ჰქონდა, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან უარის თქმა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. ამ სამართლიანი პროცესის შედეგად, მმართველი პარტია წააგებდა არჩევნებს იმიტომ, რომ არანაირი 60%-ის მოპოვების შანსი მას არ აქვს. ამიტომ ხელისუფლება წავიდა ამ წარმოუდგენელ ნაბიჯზე, რომ მოლაპარაკება ჩაეშალა. დიახ, ხელისუფლებამ ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი, ხელისუფლებამ უარი თქვა დიალოგზე, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი კონსტრუქციული დერეფნიდან გადასულიყო ზღვარს მიღმა. რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, გარწმუნებთ, რომ აქ მყოფ არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა და არ აქვს სურვილი არც არასტაბილურობის, არც მოლაპარაკებიდან გასვლის, არც რევოლუციის, უბრალოდ ამას ყოველთვის ხელისუფლება ირჩევს. როცა ყრუვდება, ბრმავდება, კანონს ფეხქვეშ თელავს და საკუთარ ხალხს დასცინის, მაშინ ხელისუფლება აკეთებს არჩევანს - სტაბილურობიდან ადამიანებს რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგებს. ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ მწვავე და ხელისუფლების დასამარცხებელი ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ისეთი, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო