გიგი უგულავა - ბატონი ივანიშვილი რაც უფრო მაგრად გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში

20 ივნისის შემდეგ, ივანიშვილმა ჩემგან პასუხად ყველა პირდაპირ ეთერში დედის გინება მიიღო. მე მხვდა პატივი გამეხმოვანებინა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომელიც ივანიშვილის კარგებს და კეთილებს კითხულობდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ივანიშვილი რაც მეტად გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში“.

„ეს პოლიტიკური შურისძიებაა ბევრი რამის გამო. პირველი - როდესაც 20 ივნისს ივანიშვილმა მოლაპარაკება ჩაშალა, რათა ხალხი დაერბია, ჩემგან პასუხად ყველა პირდაპირ ეთერში დედის გინება მიიღო. დღესაც გავუმეორებ: 20 ივნისს, როდესაც მოლაპარაკება ჩაშალეთ და დათვის ტყვიები დაუშინეთ ადამიანებს, ივანიშვილის დედის გინება იყო ის ერთადერთი ენა, რომელსაც ის იმსახურებდა. მე მხვდა პატივი გამეხმოვანებინა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომელიც ივანიშვილის კარგებს და კეთილებს კითხულობდა. ამ ადამიანმა თავის შიშებს გადააყოლა ხალხის ჯანმრთელობა და მხედველობა. ახლა ამ შიშის ინსტიქტით მოქმედებს და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა. ბატონი ივანიშვილი რაც უფრო მაგრად გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში,“ - განაცხადა უგულავამ.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ