ანკარაში, „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის“ მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა

თურქეთში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ანკარის პოლიფონიური გუნდის - Anchorus ორგანიზებით, ანკარის ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის“ მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, გუნდის წევრების მიერ ხალხური სიმღერები ქართულ, აფხაზურ, მეგრულ, ჩერქეზულ, ჩეჩნურ და თურქულ ენებზე შესრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გუნდის ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს სამადლობელი სიგელი გადასცა. კონცერტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა ანკარის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიებას თურქეთის სამოქალაქო და შემოქმედებითი საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ გუნდი ეთნიკურად ქართველი და თურქი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა