ევროპაში ძლიერ შტორმ „კიარას“ სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროპაში მძვინვარე შტორმ „კიარას“, რომელსაც თან ძლიერი წვიმა და ქარი ახლავს, სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საერთაშორისო გამოცემა The Associated Press იუწყება, დედა-შვილი დაიღუპა პოლონეთში, ზამთრის კურორტზე, როდესაც ძლიერმა ქარმა სათხილამურო აღჭურვილობის გასაქირავებელ შენობას სახურავი გადახადა და საბაგიროსთან მყოფი ხალხის მიმართულებით მოისროლა.

ამ შემთხვევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. შვედეთში ტბაზე ნავის ამობრუნებისას ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი დაკარგულად ითვლება. ერთი ადამიანი სლოვენიაში და ერთიც ინგლისში დაიღუპა, როდესაც წაქცეული ხეები მათ ავტომობილებს დაეცა. ჩეხეთში 5 ადამიანია დაშავებული შტორმის გამო. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ელექტროენერგიის მიწოდება ასობით ათას მოქალაქეს შეუწყდა.

დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აეროპორტებში შტორმის გამო ასობით რეისი გაუქმდა, შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც. ქარიშხალ „კიარას“ ებრძვიან საფრანგეთში, ირლანდიაში, დანიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაშიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო