შოტლანდიის პირველი მინისტრი -  დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმისთვის ნაბიჯებს ვდგამთ

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა განაცხადა, რომ შოტლანდია უკვე დგამს ნაბიჯებს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად.

„ჩვენ, შოტლანდიაში, საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ, რომ კანონიერად და ლეგიტიმურად იქნას უზრუნველყოფილი რეფერენდუმის ჩატარება, ისე, რომ შედეგები მისაღები და შეთანხმებული იყოს როგორც სახლში, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აქვე პირველმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ამ პოტენციური კითხვის ამომრჩევლებამდე მიტანა.

ნიკოლა სტარჯონმა ასევე მიანიშნა, რომ ბრიტანეთში, 2019 წლის დეკემბერში ჩატარებულ არჩევნებში „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ მიერ ადგილების 80%-ის მოპოვებამ ნათლად აჩვენა, რომ შოტლანდიელები ბრიტანელებთან საერთო მომავალს ვერ ხედავენ.

„თუკი ჩვენ კვლავ დავინახავთ დამოუკიდებლობის იდეის მიმართ მხარდაჭერის ზრდას, თუკი ამის მოთხოვნა გაიზრდება, ცხადია, ამ აშკარა დემოკრატიულ პროცესს გზაზე ვერ გადაეღობებით“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 2014 წელს ამ საკითხზე შოტლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის 55%-მა ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა ისურვა. თუმცა დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. 2016 წელს გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას შოტლანდიელების უმრავლესობა ემხრობოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს