გიგი უგულავა - შორიდან იქნება თუ ჯურღმულიდან, მე მაინც გავაგრძელებ ბრძოლას

ეს მხოლოდ ბრძოლის მონაკვეთია, ვიღაცისთვის შეიძლება, სევდიანი, მაგრამ საკმაოდ ამაღელვებელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან პარტიის ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, ბრძოლა გაგრძელდება.

„ბრძოლა გრძელდება! ეს ბრძოლის მონაკვეთია მხოლოდ, ვიღაცისთვის შეიძლება სევდიანი, მაგრამ საკმაოდ ამაღელვებელი იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ციხე თავისუფლების ადგილია. ეს არა წულუკიანის დამსახურებით, რა თქმა უნდა. ბრძოლა გრძელდება მანამ, ვიდრე შავ ჭირს არ მოვიშორებთ ქვეყნიდან და არ დავამარცხებთ ეს „ორჯერ ორი ოთხია“. ასე რომ, შორიდან იქნება, თუ ჯურღმულიდან, მე მაინც გავაგრძლებ ბრძოლას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ წუთებში გიგი უგულავა შსს-ს შენობისკენ მიემართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა