კახა კალაძე - დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება

დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დაზახვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა და გზების დახაზვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, სამუშაოების წარმოება დღეს არსებული ტემპერატურის პირობებში შეუძლებელია.

საგზაო მონიშვნების დახაზვასთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება ასევე, მერის მოადგილე მაია ბითაძემ გააკეთა. მისი თქმით, გზების დახაზვის სამუშაოებს შესაბამისი სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

„საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, მას შემდეგ დაიწყება, რაც ახლად დაგებულ ასფალტზე, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სამუშაოების დაწყების საშუალება გვექნება. აქვე მოსახლეობას მივაწოდებ ერთ სიახლეს - მერის დავალებით შექმნილმა სამსახურმა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, სპეციალური ტექნიკით და დაკომპლექტებულია შესაბამისი სპეციალისტებით, შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი ქუჩა არ იქნება საგზაო მონიშვნების გარეშე, ხოლო ახალ ქუჩებზე გამოყენებული იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საგზაო მონიშვნების დახაზვის კომპონენტების ცდომილებას მინიმუმამდე დაიყვანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო