კახა კალაძე  ვიდეოდიალოგის საშუალებით, მოსახლეობის კითხვებს პასუხობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. აღნიშნული ფორმატის ვიდეოდიალოგი უკვე მეორედ იმართება, რომელშიც თბილისის ათივე გამგებელი მონაწილეობს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვიდეოდიალოგი მომავალშიც გაიმართება და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გაეცემა.

„საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენს შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გავცეთ. აღნიშნულ პროცესში ყველა ჩართულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორმატში კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და მოსახლეობამ ბევრი ინფორმაციის მიღება შეძლო. ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავს მიდგომას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტიპის ვიდეოდიალოგი, რომელშიც გამგებლების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, გასულ წელსაც გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს