ამერიკული კორპორაცია Trammo საქართველოში 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

„Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედვარდ ვეინერმა განაცხადა, რომ ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს. Forbes-სის მონაცემებით Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა