თბილისში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი განახლდა

თბილისის საკრებულოს შენობაზე სამისამართე აბრა დამონტაჟდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ისტორიულ შენობაზე აბრა, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ბირბიჩაძესთან და საკრებულოს აპარატის უფროსთან ელენე დუმბაძესთან ერთად, დაამონტაჟა. სამისამართე აბრასთან ერთად, შენობაზე თავისუფლების მოედნის ისტორიის შემცველი საინფორმაციო დაფაც განთავსდა.

როგორც სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი გრძელდება. მისივე განმარტებით, აბრების დამზადება და დამონტაჟება დედაქალაქის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

„დედაქალაქში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი განახლდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ ყოველწლიურად დაახლოების 13 ათას მისამართზე მონტაჟდება სამისამართე აბრა. ჩვენი მიზანია, რომ დედაქალაქში არ იყოს გეოგრაფიული ობიექტი მისამართის და სამისამართე აბრის გარეშე“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

დღესვე, სამისამართე აბრები ვაკის რაიონში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზეც დაამონტაჟეს. თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დედაქალაქში აბრების განთავსება ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა