პენტაგონის ინფორმაციით, იანვარში ირანის მიერ ერაყში თავდასხმის დროს 109 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა

აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 8 იანვარს, ირანის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შედეგად 109 სამხედრომ თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო. არმიის გენერალის, მარკ მილეის თქმით, 109 სამხედროდან 76 საკუთარი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. მისივე თქმით, დაზიანებები მსუბუქი იყო.

ცნობისთვის, წინა ჯერზე, პენტაგონში აცხადებდნენ, რომ თავდასხმის შედეგად 64 ჯარისკაცი იყო დაზარალებული. თემას მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯარისკაცებს სერიოზული არაფერი სჭირდათ, „თავი და კიდევ რაღაცები სტკიოდათ“.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ განახორციელა. სოლეიმანი იანვრის დასაწყისში, ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს.

იხილეთ ვიდეო: პენტაგონის ინფორმაციით, იანვარში ირანის მიერ ერაყში თავდასხმის დროს 109 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა