ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სტრასბურგში გაემგზავრნენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის გენერალურ მდივანი კახა კალაძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპარლამენტარებს 11-13 თებერვალს შეხვდებიან.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს გამგზავრების წინ განუცხადა, ევროპარლამენტში გასამართ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელებენ.

„დღეს ჩვენ მივემგზავრებით სტრასბურგში, სადაც სამი დღის განმავლობაში შევხვდებით ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა პარტიების, ფრაქციების და კომიტეტების წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ვიმსჯელებთ ზოგადად მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა