კახა კალაძე - გიგი უგულავას დაპატიმრებასთან საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაშია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და გიგი უგულავას დაპატიმრებასთან საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.

„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა ან ციხეში შესვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე. ისიც არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა“,- განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ მან არასწორი განმარტება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ გიგი უგულავამ ბრალი აღიარა.

„ეს ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის გამოხმაურებას უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, კალაძე ამბობს, რომ საჭიროა ინფორმაცია სწორად მიაწოდონ დაინტერესებულ მხარეებს.

„ერთ რამეზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა გვინდა, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ და არ უნდა აძლევდეს ადამიანს [საშუალებას] გაექცეს გამოძიებას, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი და მას უნდა მოყვეს რეაგირება. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზირება, რასაც ოპოზიცია ცდილობს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა