სერგი კაპანაძე - მომდევნო კვირებში ოპოზიციის სხვა ლიდერებიც შეიძლება დაიჭირონ

ივანიშვილის გუშინდელი გადაწყვეტილება არის სუსტი პოლიტიკოსისა და ადამიანის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გიგი უგულავას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„ივანიშვილის გუშინდელი გადაწყვეტილება, როცა გიგი უგულავა დაიჭირა, არის სუსტი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. მას ჰგონია, რომ ამით ოპოზიცია დაასუსტა, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. ჩვენ ამის შემდეგ ვერ ვხედვათ ვერანაირ აზრს, რომ მოლაპარაკება გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე, რადგან შეუძლებელია, ერთი მხრივ, ელაპარკო ოპონენტს და მეორე მხრივ, ის ასეთ ნაბიჯებს დგამდეს. ამიტომ ეს მოლაპარაკებები არის შეჩერებული და ჩვენ ახლა გადავალთ ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე. საბოლოო ჯამში, ამ ახალი სტრატეგიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ შემდეგ არჩევნებში იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, ხელისუფლება გავანადგუროთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მოდელის მინუსი არის ის, რომ გამარჯვებული პარტია იღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპოზიცია იქნება გამარჯვებული და მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას“, - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებს, კაპანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა იმ ნაბიჯს განახორციელებს, რაც აქამდე იყო დაგეგმილი.

„პარალელურად ოპოზიცია გააგრძელებს როგორც პიკეტირებას, ისე, აქციებს, იქნება დიდი დემონსტრაციაც და სხვა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იყო აქამდე დაგეგმილი. ჩვენს ნაბიჯებში არაფერი შეცვლილა. გიგის დაჭერა და კიდევ მომდევნო კვირებში შეიძლება ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დაიჭირონ, არაფერს ცვლის. ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ივანიშვილის შეურიგებელ წინააღმდეგობას.

ჩვენ დავიწყეთ კოორდინაცია მაჟორიტარებთან დაკავშირებით და ახლა უკვე ამ გეგმას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც უნდა ივანიშვილის დამარცხება, მოუწევს, შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა