გიორგი ვაშაძე - პირობას ვდებ, რომ მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწიოს გიგი უგულავას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა

ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავება „ქართული ოცნების” მხრიდან შიშის დემონსტრირებაა.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ოპოზიციის ერთიანობაშია.

„მათ აღარც საარჩევნო სისტემით მანიპულაცია შველით, აღარც დიდი ფული, რომლის დახარჯვასაც აპირებენ, აღარც ადმინისტრაციული რესურსი და ახლა ფიქრობენ, რომ პერსონალურად პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე გადავლენ და იქნებ ამით მაინც გაანეიტრალონ ოპოზიცია. ჩვენ ყველა ასეთი ქმედება გვაძლიერებს იმიტომ, რომ ვიცით, გამოსავალი ერთიანობაში და ერთად დგომაშია.

გიგი უგულავა გმირულად შეხვდა გუშინდელ დაკავებას. პირობას ვდებ - მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწიოს მას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. ის აუცილებლად ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი დამარცხდება „ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ სხვასაც დააკავებენ ვისზეც არის სისხლის სამართლის საქმე. ეს შეიძლება იყოს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი, ეს შეიძლება იყოს ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან სხვა ადამიანები, ვისზეც საქმეს თითხნიან, ეს შეიძლება ვიყო მე ან ნებისმიერი სხვა. ივანიშვილის ამოცანა არის ნებისმიერი მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ის გადავიდა ფიზიკურად განადგურებაზე. ღიად ვამბობ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერს? პირდაპირ ვეუბნები - თქვენი არავის ეშინია“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ში შეხვედრებზე ჩასულმა ქართულმა დელეგაციამ თავი შეირცხვინა.

„არც კი ჩამოსულან საქართველოში, ისე დააწიეს მათ შეხვედრას გზავნილი, რომ პირდაპირ პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდნენ. აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ამას აქვს კონკრეტული შინაარსი და ნებისმიერი პიროვნება იქნება თუ პოლიტიკური ძალა, ვინც ემუქრება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ამერიკასთან, აუცილებლად მიიღებს პერსონალურ სანქციებს და ძალიან მკაცრ რეაქციას”,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა