რატი იონათამიშვილი - ყველა გრძნობდა, რომ ჩვენ ოპონენტებს სურვილი არ ჰქონდათ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისთვის, რათა რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყო შესული და რადიკალური განცხადებების გასაკეთებლად მიზეზს ეძებდნენ. ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყვნენ შესული, სურვილი არ ჰქონდათ, რომ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისთვის, რომ რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, სცენარი შემუშავებული წინასწარ ჰქონდათ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ამ საკითხის მიმართ არის უპასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარი გაფლანგვა არ დარჩება ისე“.

მისივე თქმით, ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო