ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ყელის არეში დაზიანებები მიაყენა, კლინიკიდან გაწერეს

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ყელის არეში დაზიანებები მიაყენა, "თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან" ბინაზე უკვე გაწერეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა კახი კარიაულმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები კისრის არეში აღენიშნებოდა, ექიმის განმარტებით, პაციენტს ყველა შესაბამისი დახმარება დროულად გაეწია და ვინაიდან ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო ბინაზე გუშინვე გაეწერა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუჩიდან ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს. მას კისრის მიდამოში აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობები და მცირე სისხლდენა, გაეწია ამბოლატორული დახმარება. სათანადო კვლევებით და კონსულტაციებით დგინდება,რომ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ იყო, გაიკერა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბინაზე გაეწერა" , - განაცხადა კახი კარიაულმა.

იხილეთ ვიდეო: ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, კლინიკიდან გაწერეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა